ავალიანის მკვლელობის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიგა ავალიანის მიმართ, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილი პატიმრობაში დატოვა. დღეს სასამართლოში ბრალდებულების საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. პროცესზე პროცედურულად დადგინდა ბრალდებულების ვინაობა, რის შემდეგაც დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდა, მათ შორის ანასტასია ბერუაშვილის ეპიზოდის ცალკე საქმედ გამოყოფის. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.