აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება აუტისტური სპექტრის გარშემო – აუტიზმის შესახებ ცნობადობის საერთაშორისო დღეს საქართველოშიც შეუერთდნენ. გამოწვევებს შორის განმავითარებელ თერაპიებზე წვდომის ნაკლებობა სახელდება, განსაკუთრებით რეგიონებში. პრობლემაა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის პედაგოგების სიმცირე, ჯანდაცვის სერვისებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა და 18 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა. გამოწვევებზე დღეს კანონმდებლები და სპეციალისტები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან ერთად ერთად მსჯელობდნენ.