აუტიზმის მსოფლიო დღე

მსოფლიო 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

სხვადასხვა ღონისძიებით და აქტივობით თარიღს საქართველოც უერთდება. არასწორი სტერეოტიპული შეხედულებები და საზოგადოებასთან ინტეგრაცია – ძირითადად ამ პრობლემასთან უწევთ ბრძოლა ოჯახებს, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები იზრდებიან. გამოწვევად რჩება თერაპიების დაფინანსებაც. ამ ეტაპზე სახელმწიფო მხოლოდ 16 წლამდე მოზარდების სერვისებს აფინანსებს და ისიც არასრულად.

არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნის შემდეგ, თბილისში სპეციალური ცენტრი შენდება, სადაც 16 წელს გადაცილებული აუტისტური სპექტრის მქონე პირები სხვადასხვა სერვისით ისარგებლებენ და სამუშაო უნარებს შეიძენენ.