აუტიზმი და გამოწვევები რეგიონებში

სერვისების ნაკლებობა და გეოგრაფიული ბარიერი, ადრეული დიაგნოსტიკა, სპეციალისტებისა და ინფორმაციის ნაკლებობა – ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომელთა წინაშეც რეგიონებში მცხოვრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები დგანან. სახელმწიფო პროგრამები არსებობს, თუმცა ზოგიერთი ჯერ ისევ განვითარების ეტაპზეა. სოფლებსა და პატარა ქალაქებში შესაბამისი თერაპევტების ნაკლებობაა, რაც პირდაპირ უარყოფითად აისახება მოზარდის განვითარების პროცესზე. პრობლემაა ინფრასტრუქტურაც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ცალკეულ პროგრამებს ახორციელებენ, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება.

რა როლი აქვთ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს ბენეფიციარი ოჯახების დახმარების საკითხში – ანა ნოდიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები