აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის საკითხის მონიტორინგი დაიწყო. ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტის ცნობით, საუბარაია სემინარებისთვის, სავარაუდოდ, გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღებაზე. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს ორგანიზაციებს, შეავსონ და წარადგინონ დოკუმენტაცია დაფინანსებაზე. პოლიტიკური სწავლების სკოლას არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბახმაროში, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში შეხვედრები შესაძლოა, „გრანტების შესახებ“ კანონისთვის გვერდის ავლით გაიმართა. მისივე თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონს არღვევდა და კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობდა, ეს ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება.