აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება – გამოხმაურება
აუდიტის სამსახური ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებული პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ, ბახმაროში ჩატარებული სემინარის დაფინანსების დოკუმენტაციას იკვლევს. მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ პოლიტიკურმა სკოლამ, კანონის გვერდით ავლით, მთავრობის ნებართვის გარეშე ჩაატარა ღონისძიება. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბახმაროს სემინარისთვის ხარჯები პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა დაფარა. პოლიტიკური სწავლების სკოლას ყოფილი წევრი და საპარლამენტო ოპოზიციის ყოფილი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს და ევროსაბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. აღნიშნულ თემას პოლიტიკურ რეპრესიებს უწოდებენ ოპოზიციის ნაწილში.