აუდიტის სამსახურის ანგარიში

საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს აუდიტის სამსახური. დოკუმენტში წერია, რომ საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლის ორი ძირითადი წყარო აქვთ, შემოწირულობები და საბიუჯეტო დაფინანსება.

ჯამში, ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ, პირველი  აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მიღებული 16 მილიონიდან, სალომე ზურაბიშვილმა  6 მილიონზე მეტი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი მილიონ 471 ათას 939 ლარი, მიიღო.