აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიში

12:09, 25.06.2026

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა. ანგარიშის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები დეპუტატებს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა გააცნო. უწყების მონაცემების მიხედვით, 2025 წელს განხორციელდა 44 აუდიტი, დაფარვის მაჩვენებელმა 28 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია. ანგარიში ასევე, მოიცავს ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სამსახურის ფინანსებს. რაზე კეთდება აქცენტი ანგარიშში? როგორია აუდიტის სამსახურის გასული წლის ანგარიში – მანანა დევაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი