აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიში

15:22, 25.06.2026

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე გენერალურ აუდიტორს მოუსმინა. აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის ძირითადი ტენდენციები დეპუტატებს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააცნო. გასულ წელს ჯამში 44 აუდიტი ჩატარდა და გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მაჩვენებელმა 36 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ თანხიდან თითქმის 12 მილიონი ლარი უკვე სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა. გენერალური აუდიტორის განმარტებით, 2025 წელს მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას აუდიტის 17 ანგარიში გადაეგზავნა. აქედან 4 უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო, ხოლო 13 შემთხვევაში, გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივად 80 მილიონი ლარია. გიორგი გაბიტაშვილი თქმით, საანგარიშო პერიოდში 3 ათას 200-ზე მეტი რეკომენდაცია გაიცა და მათგან 10% არ შესრულებულა. გიორგი გაბიტაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. რასაც პოლიტიკური დებატები მოჰყვა. დეპუტატები ძირითადად შეუსრულებელი რეკომენდაციების მიზეზებით დაინტერესდნენ.

მსგავსი