აუდიტის დასკვნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტზე

აუდიტის სამსახურს კითხვები აქვს წალენჯიხის მერიასთან. მაკონტროლებელმა უწყებამ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში დარღვევა გამოავლინა. საქმე ეხება 2016-17 წლების პერიოდს, ამ პერიოდში ჩატარებულ ტენდერებსა და გაცემულ სახელფასო დანამატებს.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები დაარღვიეს ან სამშენებლო სამუშაოები საერთოდ არ ჩაატარეს. შედეგად, რამდენიმე ობიექტი იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ტენდერის გამოცხადებამდე იყო.