აუდიტის დასკვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესახებ
აუდიტის კრიტიკული დასკვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესახებ. დოკუმენტში 2017 წელს, აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეულ ხარჯებზეა საუბარი. ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილის მიხედვით, დგინდება, რომ სოციალური მდგომარეობის გამო, გარკვეული პირები, სარეზერვო ფონდიდან, წელიწადში რამდენჯერმე დაფინანსდნენ, მაშინ, როდესაც მსგავსი პრობლემების მქონე სხვა მოქალაქეებს დახმარებაზე უარი ეთქვათ.
აუდიტი ასევე არამიზნობრივ დანახარჯად მიიჩნევს აფხაზეთის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის სამივლინებო ხარჯებსაც. აუდიტის დასკვნაზე საპასუხო განცხადება დღეს აფხაზეთის მთავრობაში გაკეთდა.