„აუდის“ აღმასრულებელი დირექტორი თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს
  • გერმანიის ხელისუფლებამ კომპანია Audi-საღმასრულებელი დირექტორი, რუპერტ სტადლერი დააკავა. გერმანიის პროკურატურა გამოძიებას გამონაბოლქვის კონტროლის მანიპულაციაზე ატარებს. მიუნხენის პროკურატურამ სტადლერის ბინის ჩხრეკაც ჩაატარა. გამოძიება Audi-საღმასრულებელ დირექტორს თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების მუხლებით ედავება.
  • მოსკოვში ტაქსი ხალხში შევარდა. სააგენტო „ტასის” მონაცემებით, დაშავებულია მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასული ფეხბურთის სულ მცირე შვიდი გულშემატკივარი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის თვითმხილველებმა დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაშავებულები მექსიკელი გულშემატკივრები არიან.