აუდიოდისკრიფციით გახმოვანებული გამოფენა
რუსთავის ისტორიული მუზეუმი თიკო ბეკოშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ყველა ნახატი აუდიოდისკრიფციით არის გახმოვანებული. გამოფენაზე მისულ უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებს საშუალება აქვთ ნახატებზე დატანილი QR კოდები დაასკანერონ და ნახატი ისე აღიქვან, როგორც ავტორს აქვს შესრულებული.
გამოფენის ავტორი, 35 წლის თიკო ბეკოშვილი თავადაც მცირემხედველია. ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა, რომელზედაც 23 ნამშევარია წარმოდგენილი. გამოფენა რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ის ქალაქის ისტორიულ მუზეუმში ერთი კვირის მანძილზე უმასპინძლებს დამთვალიერებელს.