გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში, გორდელაძეების მომღერალი ოჯახის პირველი აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გორდელაძეებმა სტუმრებს თავად წარუდგინეს.
მუსიკალური ალბომი ძველ და თანამედროვე, გურულ ხალხურ სასიმღერო ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც გორდელაძეების მრავალშვილიანი ოჯახის მიერაა შესრულებული. საოჯახო ანსამბლი ერთი ოჯახის 9 წევრისაგან – დედისა და რვა შვილისაგან შედგება. მუსიკალური ალბომი გალობის უნივერსიტეტის სტუდიაში, ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერითაა ჩაწერილი.