აუდიენცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში

12:16, 31.01.2019

თაფლის კონსოლიდირებულ ტენდერსა და დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართული თაფლის მწარმოებლებსა და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა მოითხოვეს ტენდერების დროს უპირატესობა ქართულ პროდუქტს მიენიჭოს და საკანონმდებლო დონეზე იყოს რეგულირებული.

სამინისტროში მიმდინარე აუდიენციას წინ უძღოდა ქართველი ფერმერების უკმაყოფილება. ისინი სახელმწიფო უწყებების მხრიდან 72 ტონა რუსული თაფლის შესაძლო შესყიდვას აპროტესტებდნენ. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

მსგავსი