აუდიენცია მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებზე

მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებზე სასაუბროდ, პარლამენტის თავმჯდომარე სასამართლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

აუდიენცია 5 საათზეა ჩანიშნული. ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორებს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.

ინიციატივის მიხედვით,  ყველა იურისტს, ვისაც აქვს ხუთწლიანი მუშაობის გამოცდილება, მიეცემა კონკურსში მონაწილეობის უფლება. მათ შორის ისეთ კანდიდატებსაც, ვისაც მოსამართლის გამოცდა ჩაბარებული არ აქვს. ასევე ცვლილებები მოიცავს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის საბჭოს წევრების განწესების წესს.