ათწლიანი ბრძოლა ფაროსანასთან

21:01, 08.11.2026

მოსავალზე მავნე ზემოქმედების შემდეგ, აზიური ფაროსანა უკვე საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. მავნებელი გამოზამთრებისთვის ემზადება და მოსახლეობას ისევ დიდ პრობლემას უქმნის. თითქმის ათი წელია, ფაროსანა საქართველოში ერთნაირად აზარალებს გლეხს, ფერმერსა და სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი, დასავლეთ რეგიონებს. ის 150-ზე მეტ მცენარესა და კულტურას ვნებს, თუმცა განსაკუთრებით თხილის, სიმინდის, ციტრუსის, ბოსტნეულისა და ხეხილის მოსავალს ანადგურებს. მავნებელი, რომლის ბუნებრივი გავრცელების არეალიც აღმოსავლეთ აზიაა, საქართველოში 2015-2016 წლებში გამოჩნდა და სახელმწიფოსთვის დიდ გამოწვევად იქცა. სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგოდ ინტენსიურ სამუშაოებს ატარებს, თუმცა პროცესში მოსახლეობის ჩართულობა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება კვლავ უმნიშვნელოვანესია.

მსგავსი