ათონელის რეზიდენცია

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი 16 დეკემბერს უნდა დადოს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ის არ გეგმავს ავლაბრის რეზიდენციის დაკავებას და საკუთარი ადმინისტრაციით ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში შევა. თუმცა ორბელიანების სასახლის მიმდებარედ, ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი მიმდინარეობს. როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ბაიდარაშვილი აცხადებს, პრეზიდენტის ახალი სასახლის მიმდებარე შენობების რეაბილიტაცია ინაუგურაციის დღემდე აუცილებლად დასრულდება.