ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება
ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ევროკავშირის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, გორში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური გახსნა.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაერო-ს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 23 სადგური, რომელთა საშუალებითაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი გაფართოვდება და წლის ბოლოსთვის მონიტორინგი 28 ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება.