საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია გაზრდილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიზეზი სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებაა. უწყების ინფორმაციით, მდგომარეობა მეტეოროლოგიური პირობების შეცვლასთან ერთად გაუმჯობესდება. საუბარია ქარსა და ნალექზე. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ახორციელებს, ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მიღება კი ონლაინ პლატფორმაზე შეუძლია.