ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი

დარიალის ხეობაში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტზე გასვლის პროცესს ადგილზე გაეცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

დღეის მონაცემებით, საქართველოდან 8000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტია განხორციელებული, საიდანაც ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გასულია 6000 ტონა.

დატოვე კომენტარი