ატმის მოსავლის რეალიზაციის პროცესი 

21:44, 18.08.2026

კახეთში ატმის რთველი მიმდინარეობს. ფერმერები სამაცივრე მეურნეობებში ატამს ხარისხის მიხედვით აბარებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, სავარაუდოდ, 17 000-18 000 ტონას მიაღწევს. საექსპორტო ფასი, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ექსპორტთან დაკავშირებით შეფერხებები პრაქტიკულად აღმოფხვრილია. მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში აგროთანადაფინანსების პროგრამა ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

მსგავსი