ატმის მოსავალი კახეთში

21:15, 26.07.2026

ალოობის პარალელურად, კახეთში ხილის აქტიური სეზონია. გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი ატამი მოჰყავთ. ფერმერები პროდუქციის ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან, ნაწილს კი – ექსპორტისთვის ამზადებენ. წელს ერთ ჰექტარზე საშუალოდ 50 ტონამდე ატამი მოვიდა, ფასი კი, ხარისხის მიხედვით მერყეობს. გურჯაანში შექმნილია შტაბიც, რომელიც მოსავლის ექსპორტის მსურველებისთვის საჭირო დოკუმენტაციას ერთი ფანჯრის პრინციპით გასცემს. რეგიონში რამდენიმე ათეული სამაცივრე მეურნეობაც ფუნქციონირებს, სადაც მოსავლის შენახვა საჭირო პირობების დაცვით ხდება. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მიღებული შემოსავლით საკუთარი მეურნეობის კიდევ უფრო განვითარებას შეძლებენ.

ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი