ატმის მოსავალი კახეთში
კახეთში ატმისა და ვაშლატამას კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ფერმერები დილაადრიანად მიიჩქარიან ბაღებში – დროის დაკარგვა აქ მოსავლის დაკარგვას ნიშნავს. წლევანდელი სეზონი კარგი მოსავლით გამოირჩევა, თუმცა, ფასი ეტაპობრივად იკლებს. სახელმწიფოს მონაცემებით, კახეთში წელს 40 ათას ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მოსავალს ელოდებიან. ფერმერები, რომლებიც წლებია სოფლის მეურნეობაში მუშაობენ ამბობენ, რომ მიუხედავად იმედის მომცემი მოსავლისა, გადამამუშავებელი საწარმოების არქონა კვლავ გამოწვევად რჩება.
სოფელ ჩუმლაყში ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი იმყოფებოდნენ.