ატმის კრეფის სეზონი კახეთში

კახეთში ხილის წლევანდელი მოსავლით კმაყოფილები არიან.

ატმის და ვაშლატამას კრეფა დაახლოებით სამ კვირაში დასრულდება, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროდუქციის დაბინავება და გადამუშავება. ფერმერები წინა წლებთან შედარებით ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზეც საუბრობენ. ბაღების გაშენების და წარმოების გაზრდის ხელშემწყობ მექანიზმებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია რეგიონში ჩასულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო.