მადრიდის ატლეტიკო 2018 წლის სუპერთასის მფლობელია. წელს პირველად უეფა-ს სუპერთასისთვის მატჩში ერთმანეთს ერთი ქალაქის გუნდები დაუპირისპირდნენ. მადრიდის ატლეტიკომ მადრიდის რეალს 4:2 მოუგო.
მატჩში ანგარიში 49-ე წამზე გაიხსნა და ეს იყო ყველაზე სწრაფი გოლი ტურნირის ისტორიაში, რომელიც დიეგო კოშტამ გაიტანა. რეალმა ანგარიში პირველი ტაიმის შუაში გაათანაბრა, მეტოქის კარი ქარიმ ბენზემამ აიღო.
63-ე წუთზე ლოპეტეგის გუნდმა წინ გასვლა მოახერხა მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსმა პენალტი გამოიყენა. 16 წუთის შემდეგ, დიეგო კოშტამ დუბლი შეასრულა და ანგარიში 2:2 გახდა. დამატებით დროში ატლეტიკომ ორჯერ გაიტანა გოლი და სუპერთასი ისტორიაში, მესამედ მოიგო.