„ატლანტიკური საბჭოს“ კვლევის მონაცემები

15:27, 21.07.2026

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსები გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით, საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით, ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს. მონაცემების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორისაა. 2012 წლის შემდეგ საქართველომ კეთილდღეობის რეიტინგში პოზიცია 21 ადგილით გაიუმჯობესა და მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებს, მმართველი გუნდი ეფექტურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

მსგავსი