ათი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან
ათი წელი თბილისის შემზარავი ტრაგედიიდან – ქვეყანაში 2015 წლის 13 ივნისს დაღუპულებს იხსენებენ. ათი წლის წინ წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა, ღვარცოფულმა ნაკადმა, სვანიძის ქუჩაზე გვირაბის ჩახერგვამ, მდინარე ვერეს ადიდებამ და ძლიერმა წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაინგრა და დაზიანდა ასეულობით სახლი.
სტიქიური უბედურების ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა იყო. რამდენიმე მოქალაქე ადიდებულმა ვერემ მანქანებიანად წაიღო. მაშინ ცხრა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა ერთდროულად განვითარდა. დაიტბორა ზოოპარკიც.