ათი უკრაინელი ბავშვის საქმე

10 უკრაინელი ბავშვის საქმეზე დაკავებული ქალი, უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი 10 მცირეწლოვანის დედაა, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება.

უკრაინის მოქალაქე ქუთაისში გუშინ დააკავეს. მასან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატი შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმე ტრეფიკინგის მუხლით აქვს აღძრული.