ათი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია სამოქალაქო მოძრაობას - "ძალა ერთობაშია" აფუძნებს

10 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია სამოქალაქო მოძრაობას – “ძალა ერთობაშია” აფუძნებს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანდება. მათ შორის არის ყოფილი სახელისუფლებო პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს.

პარტიები აღნიშნავენ, რომ გაერთიანების მთავარი მიზანი არჩევნებში ხელისუფლების დამარცხებაა, რაც ერთეულ პარტიებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. ვინ იქნება სამოქალაქო მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს ხვალ გახდება ცნობილი. მოძრაობის წევრები მას ქუთაისში დაასახელებენ.

 

დატოვე კომენტარი