ატესტატების გაცემა იწყება

ხვალიდან ატესტატების გაცემა დაიწყება. შესაბამისი განცხადებით სკოლადამთავრებულებმა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ. ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი მშობელმა. 31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.