ათენში საქართველოს ოთხი მოქალაქე 200-მდე ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

15:22, 28.03.2018

ათენში საქართველოს ოთხი მოქალაქე 200-მდე ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველები სამი თვის განმავლობაში ერთობლივად ატარებდნენ საგამოძიებო ღონისძიებებს.

ბრალდებულები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი ქურდავდნენ. ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მსგავსი