„ათასწლეულის ინოვაციის“ გამარჯვებული გუნდი საქართველოში დაბრუნდა

„ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის გამარჯვებული გუნდი, რომელიც ნასაში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე, კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში წელს პროექტ „ბარნის სმარტ ლაბირინთის“ შემქმნელი გუნდის „ობერტონის“ ხუთი მოსწავლე – სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია და იონა იობიძე იმყოფებოდნენ. მათ ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს.

პროექტის მიზანია, ავტომატიზებული გახადოს დაკვირვების და კვლევის პროცესი.

ბარნის სმარტ ლაბირინთი“ დაეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს შეაფასონ ცხოველებში სივრცითი ხედვა და მეხსიერება.

დატოვე კომენტარი