ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობა 

საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში ამერიკის მიერ სოლიდური თანხით დაფინანსებული უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამა დასრულდა.

შვიდი წლის წინ ამოქმედებული „მილენიუმის პროგრამა“ ჯამში 40 000 მოსწავლეს შეეხო. სასწავლო პირობების გაუმჯობესებისთვის, ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, ახალი სასწავლო პროგრამების შექმნისთვის და პედაგოგების გადამზადებისთვის სულ 140 მილიონი დოლარი დაიხარჯა. პროგრამის შემდეგი ეტაპები უკვე უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროებში გრძელდება.