ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია,  იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე კონსულტაციებში არ ჩაერთვებიან.  მესამე სექტორი, იუსტიციის მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებს და შექმნილ ვითარებაში წულუკიანის როლზე მიანიშნებენ.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ რომ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში შეიქმნება რესურსი და შესაძლებლობა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ბევრი ჯგუფის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი.

მოთხოვნას არაეთიკურსა და არაკორექტულსა უწოდებენ უმრავლესობის დეპუტატები. გია ვოლსკის თქმით, წულუკიანი საქმის პროფესიონალია, მესამე სექტორი კი პოლიტიკური პლატფორმის დაკავებას ცდილობს.  დავით მათიკაშვილი მათ განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევს.