„ასწავლე საქართველოსთვის“ – პროგრამის სიახლეები

21:53, 19.10.2026

„ასწავლე საქართველოსთვის“ – ფართოვდება პროგრამა, რომელიც სოფლის სკოლებში კვალიფიციური პედაგოგების დასაქმებას ითვალისწინებს.

ახლო მომავალში პროგრამაში კიდევ 80 მასწავლებელი ჩაერთვება და შედეგად სოფლების სკოლებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა 200 სს გადააჭარბებს. განათლების სამინისტროს პროგრამა წლებია მოქმედებს. მიზანი მაღალმთიან და ბარის შორეულ სოფლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვა და ამ ფორმით სხვადასხვა საგანში არსებული დეფიციტი შევსებაა. შერჩეული პედაგოგების საქმიანობა მხოლოდ საგნის სწავლებას არ შემოიფარგლება – მასწავლებლები ადგილობრივ კოლეგებთან თანამშრომლობენ და მათ პროფესიულ განვითარებაში ეხმარებიან.

მსგავსი