ასურული ახალი წელი

თბილისში, ასურული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნინევიას” ორგანიზებით, ასურული ახალი წელი აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ტრადიციული ასურული სამოსი, შესრულდა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. ასურელები მთელ მსოფლიოში ახალ წელს 1-ელ აპრილს აღნიშნავენ. ის დაკავშირებულია გაზაფხულთან, ბუნების გაღვიძებასთან და სიცოცხლის განახლებასთან.