ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული – ორმოცამდე მეღვინე ასურეთის ღვინის ფესტივალზე შეიკრიბა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები და გასცნობოდნენ ახალ კომპანიებს. ღონისძიების ფარგლებში ქვემო ქართლის მეღვინეთა და მევენახეთა გაერთიანების პრეზენტაციაც გაიმართა, მოეწყო შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები.