ასურეთი - ევროპული სოფელი თეთრიწყაროში

გერმანული არქიტექტურა, სამსართულიანი ქვის ლამაზი სახლები, მოკირწყლული ვიწრო ქუჩები – ასეთია პატარა სოფელი ასურეთი, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ელიზაბეტთალი – ასე ერქვა ამ ადგილს მე-19  საუკუნეში, როდესაც ის სამხრეთ გერმანიის რეგიონიდან – შვაბიიდან გადმოსახლებულმა ოჯახებმა ააშენეს და აქ საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ. სოფელში შემორჩენილია გერმანული ეკლესია და სასაფლაოც. გერმანული სოფელი ერთნაირად საინტერესო და მიმზიდველი სანახაობაა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისათვის.

ანა მასხარაშვილისა და ვანო ლეკიაშვილის რეპორტაჟი გერმანული სოფლიდან #მოამბერეგიონები