ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ქართველი ნომინანტები

ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიის ქართველ ნომინანტთა სია ცნობილია.

21 წლის წინ შვედეთის მიერ დაწესებულ ლიტერატურულ პრემიაზე სხვადასხვა საბავშვო ავტორთან ერთად 13 წლის ნიკოლოზ ლოლაძეცაა წარდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „ალმას“ კანდიდატებს შორის ამ ასაკის ავტორ-ილუსტრატორი მოხვდა.

საქართველოდან „ალმას“ პრემიას კიდევ სამი ნომინანტი ჰყავს. ქართველი ავტორ-ილუსტრატორები და მწერლები საერთაშორიო პრემიაზე ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და მწერალთა სახლმა წარადგინეს. გამარჯვებულს 12 კაცისგან დაკომპლექტებული ჟიური მომავალ წელს გამოავლენს.