ოპერა ტანგოს ჟანრში – ასტორ პიაცოლას ერთადერთი ოპერეტა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება.
ბუენოს-აირესში მცხოვრები გოგონას დრამატულ და ემოციურ ისტორიას, ტანგოს თავბრუდამხვევი რიტმების ფონზე ქართულ აუდიტორიას საქართველოს სიმფონიეტა მოწვეულ სტუმრებთან ერთად წარუდგენს. სპექტაკლში ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მრავალფეროვანი შემადგენლობა მონაწილეობს. პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში 8 მარტს გაიმართება, ჯამში კი ოთხი წარმოდგენის ჩატარებაა დაგეგმილი.