ასტორ პიაცოლას მუსიკის საღამო

ცნობილი არგენტინელი კომპოზიტორის და ცნობილი ტანგოს ავტორის შემოქმედება კონსერვატორიის დარბაზში გაცოცხლდება.

სინფონიეტა ასტორ პიაცოლას რეპერტუარის წარმოსადგენად ემზადება. სიმფონიური ორკესტრის მიერ შედგენილი პროგრამა ცნობილ ნაწარმოებებს და ორ ნაწილად დაყოფილ საღამოებს მოიცავს.

ორგანიზატორები მაყურებელს ორ სეანსს სთავაზობენ, იქიდან გამომდინარე, რომ ტანგოს ღამე უხდება, მეორე სეანსი 8 მარტს 11 საათზე დაიწყება. პარალელურად, საქართველოს სინფონიეტა გასტროლებისთვის ემზადება, ორკესტრი 11 მარტიდან კონცერტებს ინდოეთში გამართავს.