ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია

გამოქვეყნდა ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მზაობას საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომი გაძლიერებისკენ“, – ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტის შემდეგ, ამ სამი ქვეყნის მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „საერთო ღირებულებების პატივისცემა და ასოცირების/ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებების განხორციელება, ხელს შეუწყობს ურთიერთობებში მომავალ პროგრესულ განვითარებას“. ამასთან, დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ „ასოციაციის ტრიო მოუთმენლად ელის ევროკავშირთან გაძლიერებული სექტორული თანამშრომლობის გაფართოებას სხვადასხვა სფეროში. მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ყველა ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.