ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდამჭერი პროექტი

ევროკავშირმა და ჩვენი ქვეყნის საგარეო უწყებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის მეორე ფაზის დასრულება აღნიშნეს. პროექტის დახურვის ცერემონიალზე მოკლე ვიდეოკლიპი აჩვენეს, რომელშიც ხაზგასმული იყო მთავარი მიღწევები. წარმოდგენილი იყო ბენეფიციარების მოსაზრებები პროექტებთან დაკავშირებით. დაახლოებით 140 საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტის მიერ 500-ზე მეტი ანალიტიკური და საგანმანათლებლო პროდუქტი შეიქმნა. აღინიშნა, რომ ევროკავშირი სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მეშვეობით, კვლავ ერთგული რჩება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერის პროცესისადმი.