ასოცირების კომიტეტის სხდომა

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო განხილვის ერთ-ერთი თემა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-12 სხდომაზე. შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების უხეშ დარღვევებზე ისაუბრა და ევროპარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.