ასოცირების ექვსი წელი - საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადებას „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს პრეზიდენტი, – „საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება ექვსი წლის წინ გააფორმეს! პროგრესისა და ერთმანეთთან დაახლოების წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო ევროპულ გზაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯებისთვის არის მზად, – წერს სალომე ზურაბიშვილი.