ასლან ვაშაყმაძის დაკავება

ქალაქ ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა ასლან ვაშაყმაძე დააკავეს. საუბარია ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მხარდამჭერზე, რომელმაც მანამდე სოციალურ ქსელში პოლიციის მიმართ ძალადობის მოწოდების ვიდეო გაავრცელა, შემდეგ კი თქვა, რომ ეს განცხადება აღელვების ნიადაგზე გააკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძოების ფარგლებში, ვაშაყმაძეს უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, პოლიციის თანამშრომლები მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ფოთში შეხვდნენ, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.