ასი ათასი მოწამის ხსენების დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის დღეს აღნიშნავს. მეტეხის ხიდზე დღეს პარაკლისი ჩატარდება, სადაც მრევლს საშუალება ექნება სასულიერო პირებთან ერთად მტკვარში ყვავილების გვირგვინები ჩაასვენონ. ღონისძიება მეტეხის ხიდზე 17 საათზე დაიწყება, მანამდე კი საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, დილიდან საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.