ასი ათასი მოწამის დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასი ათას მოწამეს იხსენიებს.

თბილისში ანჩისხატის სახელობის ეკლესიიდან მეტეხის ხიდამდე სტუდენტების მსვლელობა გაიმართა. მორწმუნეები მეტეხის ხიდზე იკრიბებიან და მტკვარში სიმბოლურად ყვავილებს ყრიან. მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს გადაიხდის და მრევლს ქადაგებით მიმართავს. ეწყობა თეატრალური წარმოდგენაც, რომელიც ისტორიულ სცენებს გააცოცხლებს.

გადმოცემის თანახმად, ჯალალედინის ბრძანებით ამ დღეს 100 ათასი ქართველი სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა.