აშშ უკრაინას „ჯაველინებს“ მიყიდის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელშეკრულება 47 მილიონ დოლარად 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტისა და 37 გამშვები მოწყობილობის შეძენას ითვალისწინებს.

„ჯაველინის სისტემა საშუალებას მისცემს უკრაინას, გააძლიეროს გრძელვადიანი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მთავარი მიზანი კი ეროვნული თავდაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა“ – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.